|
2017-10-02 12:25:15, 2118 ნახვა
მსოფლიო
ანალიტიკოსების განცხადებით, რუსეთი შესაძლოა, კატალონიელ სეპარატისტებს ეხმარებოდეს
ევროპელი მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ კატალონიელ სეპარატისტებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის რეფერენდუმი ჩაატარეს, შესაძლოა, რუსეთი ეხმარებოდეს, - ამის შესახებ "ამერიკის ხმა" იუწყება. ანალიტიკოსების შეფასებით, რუსული სახელმწიფო მედიის სიმპათიები ცალსახად კატალონიის დამოუკიდებლობისაკენ იხრება. ისინი ეჭვობენ, რომ კატალონური სეპარატიზმის ფარული მხარდაჭერა მოსკოვის მორიგი მცდელობაა, ერთიანი ევროპის იდეა დააზიანოს. კატალონიის დამოუკიდებლობის მომხრე პოლიტიკოსი ენრიკ ფოლკი, რომელიც კატალონიის სოლიდარობის პარტიის საერთაშორისო მდივანია, რუსულ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ დამოუკიდებელი კატალონია მსოფლიო ფორუმებზე რუსეთის მოკავშირე იქნება და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მოსკოვი კატალონიაში განვითარებულ მოვლენებს არ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ესპანეთის საშინაო პოლიტიკაა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)