|
2017-10-02 12:14:24, 2129 ნახვა
მსოფლიო
ასანჟი იუნკერს: გააძევეთ ესპანეთი ევროკავშირიდან - ის ლისაბონის შეთანხმებას არღვევს
Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ევროკომისიის პრეზიდენტს ჟან-კლოდ იუნკერს მოუწოდებს, ესპანეთს ევროგაერთიანება დაატოვებინოს, - ამის შესახებ ასანჟი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს. როგორც ასანჟმა აღნიშნა, გუშინ ჩატარებულ რეფერენდუმზე განვითარებული მოვლენების დროს, ესპანეთმა ლისაბონის შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია. "პატივცემულო ჯან-კოდ იუნკერ, ეს არის პატივისცემა ადამიანის ღირსების, თავისუფლების და დემოკრატიის? გაააქტიურეთ 7 მუხლი და გააძევეთ ესპანეთი ევროკავშირიდან. ესპანეთმა დაარღვია ლისაბონის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები - რომ კავშირი ეფუძნება ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიის, თანასწორობის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას", - წერს ასანჟი. მან ასევე რეფერენდუმზე მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრებიც გამოაქვეყნდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)