16:30 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 12:04:59, 2003 ნახვა

მსოფლიო
ბრიტანეთი კატალონიაში ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს

დიდი ბრიტანეთი კატალონიაში დამოუკიდებლობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს არ აღიარებს, - ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

როგორც ჯონსონმა აღნიშნა, ბრიტანეტი ესპანეთის ერთიანობას უჭერს მხარს.

"ბრიტანეთი შეწუხებულია ძალადობრივი რეფერენდუმით, რომელსაც ესპანეთი არ ცნობს და რომელსაც არაკონსტიტუციურად მივიჩნევთ", - განაცხადა ჯონსონმა.

ამასთან, როგორც მან მოგვიანებით Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს ესპანეთის კონსტიტუცია და კანონის უზენაესობა.

"კატალონიაში რეფერენდუმი ესპანეთის ხელისუფლებისა და ხალხის საქმეა. ესპანეთი ჩვენი უახლოესი მოკავშირე და მეგობარია, რომლის ძალა და ერთიანობა მნიშვნელოვანია ბრიტანეთისთვის", - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ 1 ოქტომბერს კატალონიაში დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი რეფერენდუმი ჩატარდა.  მანამდე კი, ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ  შეაჩერა კატალონიის პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება,  დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. რეფერენდუმის ჩატარების დროს კატალონიის მკვიდრებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები მოხდა, რის შედეგადაც 761 ადამიანი დაშავდა. პოლიციამ ბარსელონაში გამართული აქციების დასაშლელად, რეზინის ტყვიებიც გამოიყენა. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics