22:03 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-02 11:47:57, 2278 ნახვა

მსოფლიო
ტრამპი: ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ვერ გაუმკლავდა კლინტონი, ბუში, ობამა - მე გავუმკლავდები

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, წინამორბედებისგან განსხვავებით, ის ჩრდილოეთ კორეასთან გამკლავებას აპირებს, - ამის შესახებ პრეზიდენტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, კიმ ჩენ ინთან თავაზიანმა მოპყრობამ შედეგი არ გამოიღო.

„თავაზიანმა მოპყრობამ ადამიან რაკეტასთან 25 წლის განმავლობაში შედეგი ვერ გამოიღო. ახლა რატომ იმუშავებს? ამას ვერ გაუმკლავდა კლინტონი, ბუში, ობამა. მე გავუმკლავდები“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ჩრდილოეთ კორეას 1948 წლიდან(დაარსების დღიდან) კიმ ჩენ ინის ოჯახი უდგას სათავეში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics