22:04 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-30 13:39:57, 2367 ნახვა

მსოფლიო
მონარქისტ მილიარდერს რუსეთის პრეზიდენტობა და რომანოვების დინასტიის აღდგენა სურს

რუსეთის მონარქისტული პარტიის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ანტონ ბაკოვმა განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ კანდიდატურას დააყენებს, - ამის შესახებ Lenta.ru იუწყება.

როგორც ბაკოვმა აღნიშნა, ის სავარაუდოდ საკუთარი პარტიიდან იყრის კენჭს.

მილიარდერის თქმით, ის არჩევნებზე 2 თეზისით გავა. პირველი რომანოვების დინასტიის აღდგენაა. კერძოდ კი, ვატიკანის მსგავსი მინისახელმწიფოს მეთაურის სახით.

მეორე თეზისი, ბაკოვის თქმით, მონარქიული ინტერნაციონალის, ე.წ. წმინდა კავშირის შექმნაა, რომელიც XIX საუკუნეში არსებობდა.

ბაკოვმა სახელი შემდეგი იდეით გაითქვა: ის აცხადებდა, რომ კირიბატის რესპუბლიკაში რომანოვების იმპერიის აღმშენებლობა სურდა. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ბაკოვის თქმით, 350 მილიონი დოლარია საჭირო.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს რუსეთის ფედერაციაში საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. არჩევნებში კენჭს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იყრის.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics