|
2017-09-29 12:01:39, 2265 ნახვა
მსოფლიო
მედიაში ISIS-ის ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის მორიგი აუდიომიმართვა გავრცელდა
ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელწმიფოს" ლიდერმა, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადმა მორიგი აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, 46-წუთიანი მიმართვა ჯიჰადისტებთან დაკავშირებულ სააგენტო Al-Furqan-ზე გავრცელდა. აუდიოჩანწერში აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სირიასა და ერაყში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და იაპონიის მიმართ ჩრდილოეთ კორეის საფრთხეებზე საუბრობს. ამასთან, ალ-ბაღდადი მიმდევრებს მოუწოდებს დაწვან მტრები და მთელი ძალები „ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე“ მიმართონ. "ხალიფატის ჯარისკაცებო მიმართეთ ომის ცეცხლი თქვენს მტრებზე. მიიტანეთ იერიში ურწმუნოთა მედია-ცენტრებზე და მათი იდეოლოგიური ომის შტაბ-ბინაზე. იბრძოლეთ ბოლომდე და არ დანებდეთ. გააგრძელეთ თქვენი ჯიჰადი და დალოცვილი მისიები. არ მისცეთ საშუალება ბედნიერად და მშვიდობიანად იცხოვრონ საკუთარ სახლებში“, - განაცხადა დაჯგუფების ლიდერმა. ჯიჰადისტების ლიდერის ბოლო აუდიომიმართვა 2016 წლის ნოემბრის დასაწყისში გამოქვეყნდა. ეს პირველი მიმართვაა, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც ალ-ბაღდადის გარდაცვალებაზე ალაპარაკდნენ. შეგახსენებთ, რომ 16 ივნისს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ალ-ბაღდადი დაიღუპა. 1 სექტემბერს კი აშშ-ის კოალიციამ განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი სავარაუდოდ ცოცხალია.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)