14:52 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 16:01:28, 2698 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ში ქალს ცხოველებზე ალერგიის გამო, თვითმფრინავი დაატოვებინეს (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალი აიძულეს Southwest Airlines-ის თვითმფრინავის ბორტი დაეტოვებინა, მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ მას ცხოველებზე ალერგია აქვს, - ამის შესახებ LA Times იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, 46 წლის მერილენდის კოლეჯის პროფესორმა ანილა დაულატზაიმ გაიგო, რომ მასთან ერთად ბორტზე 2 ძაღლი იმყოფებოდა. ამის შემდეგ ქალმა განაცხადა, რომ ცხოველებზე ალერგია აქვს და ძაღლების თვითმფრინავიდან გაძევება მოითხოვა.

თვითმფრინავის ეკიპაჟმა, დაულატზაის შესაბამისი საბუთის ჩვენება მოთხოვა, რომლითაც მისი თქმით, არსებული ალერგია დადასტურდებოდა, თუმცა ქალბატონს აღნიშნული ცნობა არ გააჩნდა.

მედიის ცნობით, კონფლიქტში პოლიცია ჩაერია. სამართალდამცველებმა ქალბატონს თვითმფრინავის ბორტი ხანგრძლივი კამათის შემდეგ დაატოვებინეს.

"გამიშვით, მე პროფესორი ვარ. რას აკეთებთ?" - ამბობდა ქალი. მგზავრები მას მოუწოდებდნენ პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაეწია და თვითმფრინავის ბორტი დაეტოვებინა.

როგორც მედია წერს, ქალბატონს ბრალი სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა ედება.

კომპანიის პოლიტიკის თანახმად, მგზავრებს ბორტზე ცხოველების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ აწვდიან, თუმცა მგზავრს უნდა გააჩნდეს ალერგიის არსებობის შესაბამისი მოწმობა და ბორტზე ასვლის შემდეგ მგზავრს ცხოველისგან მაქსიმალურად დიდ დისტანციაზე სვამენ.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics