14:53 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-28 13:57:38, 2470 ნახვა

მსოფლიო
Facebook-ის, Google-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები აშშ-ის კონგრესში დაიბარეს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა Google-ის, Facebook-ის და Twitter-ის ხელმძღვანელები კონგრესში მოსმენაზე დაიბარა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

როგორც მედია წერს, კონგრესს სოციალური ქსელების ხელმძღვანელებისგან 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის მიერ სოციალურ ქსელებში წარმოებული სარეკლამო კამპანიების შესახებ ინფორმაციის მიღება სურს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სოციალური ქსელების ხელმძღვანელებს კონგრესში ოქტომბერში მოუსმენენ.

ცნობილია, რომ Facebook-მა და Google-მა მოწვევის მიღება უკვე დაადასურეს, ხოლო Twitter-მა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება არ ისურვა.

Facebook-ის შემქმნელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook-ი ამერიკის კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ მონაცემებს მიაწვდის.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Facebook-ი მის წინააღმდეგ განხორციელებულ შეთქმულებაში დაადანაშაულა.

„Facebook-ის ყოველთვის ტრამპის წინააღმდეგი იყო. სოციალური ქსელები ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ, აქედან მოდის ყალბი ინფორმაციები.  New York Times და Washington Post ასევე ტრამპის წინააღმდეგ იყვნენ, ეს შეთქმულებაა?“- წერს ტრამპი.

ცუკერბერგმა დონალდ ტრამპის ბრალდება უარყო.

 „ტრამპი ამბობს, რომ Facebook-ი მისი წინააღმდეგია. ლიბერალები კი ამბობენ, რომ ჩვენ ტრამპს არჩევნებში მოგებაში დავეხმარეთ. ორივე მხარე იმ კონტენტის გამოა განაწყენებული, რომელიც მათ არ მოსწონთ. ეს არის საშუალება, რომ ყველას საკუთარი იდეის გამოთქმა შეუძლია. Facebook-ი ადამიანებს ხმის უფლებას აძლევს, კანდიდატებს კი ამომრჩეველთან ურთიერთობის საშუალებას. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენი წვლილის შეტანას იმაში, რომ სახელმწიფოებს დეზინფორმაციის გავრცელებასა და საარჩევნო პროცესის ჩაშლაში შევუშალოთ ხელი,“-დაწერა ცუკერბერგმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics