15:11 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-27 14:09:58, 2483 ნახვა

მსოფლიო
ქაბულის აეროპორტში აფეთქების გამო მგზავრთა ევაკუაცია განხორციელდა

ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს სარაკეტო დარტყმები განხორციელდა, - ამის შესახებ Tolo News იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაბომბვის გამო, აეროპორტის ადმინისტრაციამ ყველა რეისი გააუქმა და მგზავრთა ევაკუაცია განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე დაშავებულთა ან დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, მედია წერს, რომ ქაბულში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისისა და ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს უკავშირდება.

როგორც მედია იტყობინება, მომხდარზე პასუხისმგებლობა "თალიბანმა" აიღო. ტერორისტებს პენტაგონის ხელმძღვანელის ჯეიმს მეტისის მოკვლა სურდათ.

ცნობისთვის, ჯეიმს მეტისი და იენს სტოლტენბერგი ქაბულში ქვეყნის ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვის მიზნით ჩავიდნენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics