|
2017-09-25 14:40:40, 1928 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სახლი და სერვისების განვითარების სააგენტო „რუსთავი 2“-ის ეთერში 21 სექტემბერს გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან
იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერში“ 21 სექტემბერს გასულ სიუჟეტს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ ეთერში გასული ინფორმაცია არაერთ ფაქტობრივ უზუსტობას შეიცავს და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. კერძოდ, როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუეა, თითქოს სახელმწიფო უწყებებმა მოქალაქე სირანა ბარბაქაძე „გარდაცვლილად 2017 წლის იანვარში გამოაცხადეს“ და რომ მოცემულ დღემდე, ანუ 21 სექტემბრამდე, „ის ელემენტარული დოკუმენტების მიღებასაც ვერ ახერხებს“. „როგორც ცნობილია, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო მონაცემთა ბაზების დახვეწას მუდმივად ახორციელებს და პროაქტიულად აღრიცხავს დაურეგისტრირებელ გარდაცვალებისა და დაბადების ფაქტებს, რაც საკმაოდ ხშირი შემთხვევაა, განსაკუთრებით, სოფლად. მოქალაქე სირანა ბარბაქაძის გარდაცვალების შესახებ ოქმი სააგენტოს საგარეჯოს ტერიტორიულ სამსახურში არა „იანვარში“ ან „ცხრა თვის წინ“, არამედ 15 ივნისს შედგა. დასახელებული მოქალაქის მონაცემი გადასამოწმებელ პირთა ჯგუფში მოხვდა შესაბამისი უწყებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, 1930 წელს დაბადებული მოქალაქე სირანა ბარბაქაძე რამდენიმე თვის განმავლობაში პირადად პენსიის მისაღებად აღარ გამოცხადებულა. ადგილზე გასულ საველე ჯგუფს მოქალაქე სირანა ბარბაქაძის გარდაცვალება ორმა სრულწლოვანმა მოწმემ, მეზობლებმა − კ.ჯ.-მ და ნ.ს.-მ − დაუდასტურა, რასთან დაკავშირებითაც კანონის დაცვით (იხ. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-5 პუნქტი და „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების 75-ე მუხლი) შედგა შესაბამისი ოქმი. გარდაცვალების აქტი 19 ივნისს დარეგისტრირდა. მას შემდეგ, რაც მოქალაქემ მიმართა გურჯაანის იუსტიციის სახლს აქტის ბათილობის მოთხოვნით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში დაუყოვნებლივ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. წარმოების ფარგლებში დაბარებულ იქნენ მოწმეები კ.ჯ. და ნ.ს., რომელთაც განმარტეს, რომ მათ მიერ დადასტურებული ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ არასწორი აღმოჩნდა. 2017 წლის 7 სექტემბერს, „რუსთავი 2“-ის ეთერში სიუჟეტის გასვლამდე 2 კვირით ადრე, მოქალაქე სირანა ბარბაქაძის გარდაცვალების აქტის ჩანაწერი გაბათილებულ იქნა და მასზე 13 სექტემბერს გააქტიურდა მის სახელზე გაცემული ყველა დოკუმენტი. შესაბამისად, მოცემული სიუჟეტის ეთერში გასვლის მომენტისთვის, არამცთუ მოქალაქე „გარდაცვლილად გამოცხადებული“ არ იყო, ის უკვე ფლობდა მთავარ „ელემენტარულ საბუთს“ − საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობას. იუსტიციის სახლი და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს მომავალში მეტი სიზუსტისა და ეთერში ინფორმაციის განთავსებამდე მათგან ფაქტობრივი ინფორმაციის გამოთხოვისაკენ მოუწოდებენ, რათა საზოგადოებას მსგავს მნიშვნელოვან საქმეებზე მიეწოდოს სრული და მიუკერძოებელი ინფორმაცია“, - ნათქვამია იუსტიციის სახლისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაში.
(NS)
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)