2017-09-24 11:17:25, 2125 ნახვა
საზოგადოება
კაზრეთის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქვემო ქართლში კაზრეთის სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე მაგისტრალური არხის 4 კილომეტრამდე ფილტრაციული მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდება.
უწყების ცნობით, პროექტის სრულად განხორციელების შედეგად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის 1045 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.
გაუმჯობესებული საირიგაციო მომსახურებით მუნიციპალიტეტის 10 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
სამუშაოების I ეტაპი, რომლის ღირებულებაც 236 953 ლარს შეადგენს 2017 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
2012 წლიდან ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 27 სარეაბილიტაციო პროექტი.
შედეგად, წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი 46 255 ჰექტრამდეა გაზრდილი.
(NS)
ავტორი: ,