19:23 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 18:07:53, 525 ნახვა

პოლიტიკა
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში

ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას. -  - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2026 წლის გაფართოების პაკეტშია ნათქვამი.

კომისიის შეფაებით, დეოლიგარქიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა,

საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის სფეროში მომზადების გარკვეული დონე აქვს. თუმცა, საანგარიშო პერიოდში პროგრესი არ დაფიქსირებულა. სამართლებრივი ჩარჩო არ ითვალისწინებს დამოუკიდებელ საკონსულტაციო ინსტიტუტს და საჭიროა შემდგომი ჰარმონიზაცია ინფორმატორების დაცვის საკითხში. 2020 წლიდან არ არსებობს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, ხოლო ყველაზე დაუცველ სექტორებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნობრივი რისკების შეფასებები კვლავ შესამუშავებელი და განსახორციელებელია. ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდა და მისი პრევენციული ფუნქციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს (SAO) გადაეცა, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) და ვენეციის კომისიის მიერ ეფექტურობის ან ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შესახებ რეკომენდაციების საკითხების გათვალისწინების გარეშე და არსებობს რისკები, რომ ეს ფუნქციები არაეფექტური გახდეს.
2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი. კორუფციასთან ბრძოლის საქმეების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა, არსებობს შეშფოთება შერჩევითი მიდგომის შესახებ, იმ კონტექსტში, როდესაც პროკურატურის ავტონომიისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებული დიდი ხნის რეკომენდაციები კვლავ არ არის გათვალისწინებული. დეოლიგარქიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა,

მიუხედავად იმისა, რომ ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას.

კომისიის გასული წლის რეკომენდაციები არ შესრულებულა და ძალაში რჩება. საქართველომ კერძოდ:

→ კანონმდებლობა უნდა შეუსაბამოს ODIHR/ვენეციის კომისიის/GRECO-ს რეკომენდაციებს და

უზრუნველყოს, რომ შესაბამისი პრევენციული და აღსრულების ორგანოები დამოუკიდებლად და ეფექტურად მოქმედებენ, თავიდან აიცილონ შერჩევითი მიდგომა; მიიღოს ანტიკორუფციული სტრატეგია და

სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს მისი ყოვლისმომცველი განხორციელება რეალისტური ვადებით,

ყოვლისმომცველი გამოძიება ჩაუტაროს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის შესახებ ბრალდებებს და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცეს. - წერია გაფართოვების პაკეტში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics