|
2017-09-24 10:25:59, 2480 ნახვა
მსოფლიო
გერმანიაში დღეს ბუნდესტაგის არჩევნები გაიმართება
გერმანიაში დღეს ბუნდესტაგის საყოველთაო არჩევნები გაიმართება. კვლევების მიხედვით, უმრავლესობა მოქმედ კანცლერს ანგელა მერკელს უჭერს მხარს. არჩევნებში ასევე მონაწილეობენ: „სოციალ-დემოკრატიული“ პარტია გერმანიის ყველაზე ძველი პოლიტიკური პარტია. აღნიშნულ პარტიას ბუნდესტაგში 193 დეპუტატი წარმოადგენს. "სოციალ-დემოკრატების" კანცლერობის კანდიდატი ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი მარტინ შულცია. პარტიას ამომრჩეველთა 23% უჭერს მხარს. თავისუფალ-დემოკრატიულ“ პარტიას მოქმედ პარლამენტში წარმომადგენლობა არ ჰყავს. თავისუფალი დემოკრატები იგივე ლიბერალები გამოცოცხლდნენ და პოლიტიკურ ასპარეზზე 38 წლის კრისტიან ლინდნერის ხელმძღვანელობით გამოჩნდნენ. „მწვანეთა პარტიას“ მოქმედ პარლამენტში მხოლოდ 63 დეპუტატი ჰყავს. ბოლო კვლევით დადგინდა, რომ მათ ამომრჩეველთა 8% უჭერს მხარს. "მწვანეებს" კანცლერობის ორი კანდიდატი ჰყავთ - კატრინ გერინგ-ეკარდი და ჩემ ოზდემირი. ისინი მოუწოდებენ ანგელა მერკელს თურქეთთან უფრო მკაცრი პოლიტიკა აწარმოოს. „მემარცხენეებს“ ბუნდესტაგში 64-კაციანი წარმომადგენლობა ჰყავს. გამოკითხვების თანახმად მათ ამომრჩეველთა 9% უჭერს მხარს. მემარცხენეებს "მწვანეთა პარტიის" მსგავსად კანცლერობის 2 კანდიდატი ჰყავთ - ზარა ვაგენკნეჰტი და დიტმარ ბარტჩი. „ალტერნატივა გერმანიისათვის“ 2013 წელს ჩამოყალიბდა. პარტია უკიდურესად მემარჯვენე ნაციონალისტური იდეოლოგიის მატარებელია. პარტია ანტიისლამურ პოლიტიკას და ანტიიმიგრაციულ ლოზუნგებს აცხადებს. აღსანიშნავია, რომ ისინი არჩევნებში მეორედ იღებენ მონაწილეობას, თუმცა მოქმედ პარლამენტში წარმომადგენლობა არ ჰყავთ. გამოკითხვის მიხედვით, პარტიას ამომრჩეველთა 10% უჭერს მხარს. 2017 წლის არჩევნებზე პარტია კანცლერობის 2 კანდიდატს წარადგენს - ალის ვეიდელის და ალექსანდერ გაულანდის ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნები 4 წელიწადში ერთხელ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემის თანახმად ტარდება. ეს გულისხმობს იმას, რომ დაახლოებით 61.5-მილიონიან ამომრჩეველს ექნება ორი საარჩევნო ბიულეტენი. ერთით ხმას მისცემს ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორეთი - პოლიტიკურ პარტიას. ოლქში გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც დააგროვებს ხმების უმეტესობას. ქვეყანა 299 საარჩევნო ოლქზეა დაყოფილი და თითო ოლქიდან თითო დეპუტატი ირჩევა. შესაბამისად, მოსახლეობა 299 დეპუტატს აირჩევს. პარტიული სიით ხმის მიცემა 16 მრავალმანდატიან ოლქში ტარდება. დღის განმავლობაში იმუშავებს 73 000 საარჩევნო უბანი.
ავტობანზე ავარიისას 2 ადამიანი დაშავდა
პენიტენციური სამსახური -სინამდვილეს არ შეესაბამება თითქოს გიორგი ფეიქრიშვილი დეესკალაციის ოთახში იმყოფება და ჭრილობებიდან სისხლდენა აღენიშნება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პროკურატურას მიმართავს გასაჯაროვდეს ასავალ-დასავალის ჟურნალისტის საქმის მტკიცებულებები
პლენუმმა კონსულტაციისთვის პარტიებზე სარჩელის სტრასბურგში გაგზავნაზე უარი თქვა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)