13:23 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 16:28:06, 2500 ნახვა

მსოფლიო
ლვოვში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

ამის შესახებ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

"ახლა, მოსტისკის სასამართლოში, ჩემ მიერ საზღვრის გადაკვეთის გამო სავარაუდო ადმინისტრაციული დარღვევის შესახებ პროტოკოლი განიხილება. გადავწყვიტე, არ გავაუქმო ქალაქ ჩერკასში დაგეგმილი შეხვედრები ხალხთან, ვინაიდან, სწორედ ამის მიღწევას ცდილობს ხელისუფლება - დაგვღალონ სასამართლო პროცესებით, რათა ხალხთან შეხვედრის დრო აღარ გვქონდეს“, - წერს სააკაშვილი.

ამასთან, სააკაშვილი მოსტისკის სასამართლოს თავმჯდომარის პირად საუბარს ავრცელებს, რომელიც "პრანკერებმა" მოიპოვეს. კერძოდ კი, "რამდენიმე დღის წინ,  სასამართლოს თავმჯდომარეს ალექსანდრ გრანოვსკიმ დაურეკა, რომელიც, პრეზიდენტთან მსგავსი საქმეებით არის დაკავებული, და პოროშენკოს სახელით გასცა ბრძანება, რომ გამოეტანათ ჩემთვის განაჩენი და საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო, ჯარიმა დაეწერათ. მოსამართლე ბილოუსი მას შეჰპირდა, რომ შეასრულებდა ამ ბრძანებას, ვინაიდან, სწორედ პოროშენკომ დანიშნა იგი თანამდებობაზე და ვადაც გაუხანგრძლივა, თუმცა არ არსებობს რაიმე სახის სამართლებრივი გარემოება, რომლის მიხედვითაც დადგინდებოდა, რომ მე რაღაც დავარღვიე. პოლონეთში საზღვარი ლეგალურად გადავკვეთე და უკვე უკრაინის ტერიტორიაზე მესაზღვრეებს შესაბამისად, სრული პასუხისმგებლობით ვთავაზობდი ჩემი დოკუმენტების შემოწმებას, რაზეც მესაზღვრეებმა უკანონო უარი გამცეს. არასდროს ვყვები ჭორებს და ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლე ბილოუსი მონაწილეობას იღებდა ასეთ მოლაპარაკებებში. იმედი მაქვს, რომ არაა საჭირო იმის ახსნა, რომ ეს მხოლოდ საუბარი და დაპირებები კი არაა, არამედ ეს ქმედებაა, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება. იმისათვის, რომ მე დარღვევისთვის ბრალი დამდონ, უნდა დამტკიცდეს ჩანაფიქრი, რაც ბუნებრივია, არც ყოფილა, აგრეთვე ჩემ მხრიდან განხორციელებული მიზანმიმართული ქმედებები, რაც აგრეთვე არ ყოფილა", - წერს სააკაშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics