19:36 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-22 12:28:59, 2273 ნახვა

საზოგადოება
კლარა ბერაიას უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავამ შპს. „გაგუას კლინიკის“ ღვაწლმოსილ თანამშრომელ კლარა ბერაიას 70 წლის იუბილე მიულოცეს და  უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცეს.

კლარა ბერაია 1970-1993 წლებში სოხუმის სამშობიარო სახლში, ბებიაქალის თანამდებობაზე მუშაობდა. 1993 წელს აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით მას უმაღლესი კატეგორიის ბებიაქალის წოდება მიენიჭა. აფხაზეთის ომის შემდეგ იგი საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც მე-8 სამშობიარო სახლის ექთნად დაიწყო მუშაობა. 1995 წელს საქართველოში დაბრუნდა და მას შემდეგ საქართველოში მოღვაწეობს. 2010 წელს საქართველოს ბებიაქალთა ასოციაციამ კლარა ბერაია ასოციაციის საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

ღონისძიებას შპს. „გაგუას კლინიკის“ დირექტორი დავით გაგუა და საავადმყოფოს პერსონალი ესწრებოდნენ.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics