|
2017-09-20 16:58:14, 3076 ნახვა
მსოფლიო
სოციალურ ქსელში მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის ამსახველი კადრები გავრცელდა
სოციალურ ქსელში მექსიკაში მომხდარი მიწისძვრის ამსახველი ვიდეო კადრები გავრცელდა. კადრებში ჩანს სტიქიით გამოწვეული აფეთქება და ასევე შენობების ჩამონგრევის პროცესი. 2 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 40-ზე მეტ ლოკაციაზე ნგრევაა დაფიქსირებული, მათ შორის ერთ-ერთი სკოლის შენობა დაინგრა, რის შედეგადაც 22 ბავშვი დაიღუპა, კიდევ 30 ადამიანს ნანგრევებში ეძებენ. შეგახსენებთ, რომ გუშინ მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო ორი კვირის განმავლობაში მექსიკაში ეს უკვე მეორე მიწისძვრაა. 8 სექტემბერს მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრის 32-ე წლის თავს დაემთხვა, რომლის შედეგადაც მექსიკაში 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)