|
2017-09-18 11:55:13, 2048 ნახვა
საზოგადოება
„ვაკვირდები“ პოლონეთის საერთაშორისო შეხვედრას ესწრება
საზოგადოებრივი კამპანიის „ვაკვირდები“ ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა ეუთოს ადამიანური განზომილების ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია პოლონეთის დედაქალაქში გაიმართა. ვიზიტის ფარგლებში, შედგა შეხვედრა სხვადასხვა საერთაშორისო და სახელმწიფოთაშორის ორგანიზაციების და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, მათ შორის იყო ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ადამიანის უფლებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ომერ ფიშერი. შეხვედრის მსვლელობისას აგიტ მირზოევმა გააცნო ომერ ფიშერს წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მიმდინარე საკითხები. საუბარი, ასევე შეეხო წინასაარჩევნო გარემოს და კამპანია „ვაკვირდების“ საარჩევნო პროცესებზე და უშუალოდ არჩევნებზე მონიტორინგის გეგმებს. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი გამოთქვამს იმედს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ჩატარდება კონკურენტუნარიან გარემოში და ადმინისტრირებული იქნება, ისე რომ დაცული იყოს კანდიდატების და ამომრჩეველთა უფლებები, ასევე იმედოვნებს, რომ დაცული იქნება გამჭვირვალობის პრინციპი. საზოგადოებრივი კამპანია „ვაკვირდები“-ს წევრები სრულიად იზიარებენ აღნიშნულ მოლოდინს და მოუწოდებენ ყველა მსურველ-მოქალაქეს შემოუერთდნენ კამპანიას, რათა ერთად დავაკვირდეთ არჩევნებს.
(NS)
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)