18:34 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-04 17:09:33, 440 ნახვა

ეკონომიკა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა

თიბისიმ The Digital Banker-ის ჯილდო - საუკეთესო ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა - მიიღო. აღიარება პროექტს - მომხმარებლის კრიტიკული გამოცდილების სრულად გარდაქმნას უკავშირდება.

პროგრამის ფარგლებში, თიბისიმ 2025 წელს მომხმარებლისთვის 13 მნიშვნელოვანი საბანკო მომსახურების პროცესი ნულიდან გადააწყო და როგორც საცალო, ისე ბიზნესმომსახურების ძირითად პროცესებს შეეხო.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შედეგი ანგარიშის გახსნის პროცესის გამარტივებაა: თუ ადრე ახალი მომხმარებლის რეგისტრაციას დაახლოებით 40 წუთი და ფილიალში ვიზიტი სჭირდებოდა, დღეს ანგარიშის გახსნა მხოლოდ 45 წამში, სელფის გადაღებით არის შესაძლებელი.

პროექტის ფარგლებში გარდაიქმნა ისეთი მნიშვნელოვანი პროცესები, როგორებიცაა მომხმარებლის რეგისტრაცია, ავტორიზაციის მონაცემების აღდგენა, დეპოზიტისა და სესხის მიღება, გადარიცხვები, კომუნალური გადასახადების გადახდა, საინვესტიციო სერვისების გააქტიურება, ბარათის მომსახურება და ბიზნესმომხმარებლისთვის განკუთვნილი სერვისები.

ტრანსფორმაციის პროცესში თითოეული ცვლილება წინასწარ გაანალიზებულ მონაცემებსა და მომხმარებლის საჭიროებებს დაეფუძნა, რამაც თიბისის გუნდებს შესაძლებლობა მისცა, მომსახურების პროცესები თანმიმდევრულად და მომხმარებლის რეალურ გამოცდილებაზე ორიენტირებულად გაეუმჯობესებინათ.

The Digital Banker-ის ჯილდო თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის მიზანს - მუდმივად გააუმჯობესოს საბანკო მომსახურება, დანერგოს ინოვაციური მიდგომები და მომხმარებლებს ყოველდღიური ფინანსური ოპერაციები კიდევ უფრო გაუმარტივოს.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სამოქალაქო საზოგადოება, მათ შორის ადამიანის უფლებადამცველები რეპრესიულ გარემოში საქმიანობენ - ევროკომისიის ანგარიში
საქართველოში სასამართლო სისტემისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში ზედიზედ მესამე წელია უკუსვლა ფიქსირდება - ევროკომისიის ანგარიში
ფესვგადგმული ოლიგარქიული გავლენა ხელს უწყობს სახელმწიფოს მიტაცებას და ხელს უშლის დემოკრატიულ კონსოლიდაციას - ევროკომისიის ანგარიში
ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და მედიის საოპერაციო გარემოზე კვლავ უარყოფითად მოქმედებს დამოუკიდებელი და კრიტიკული მედია საშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროების, დაშინებისა და თავდასხმების მუდმივი ფაქტები - ევროკომისიის ანგარიში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics