2017-09-16 16:09:27, 2733 ნახვა
მსოფლიო
ბერლინში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა
ბერლინში, ერთ-ერთ ღამის კლუბთან მამაკაცმა ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის პოლიციის Twitter-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სამართალდამცველების თქმით, ინციდენტის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა სროლა დაიწყო.
დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის დროს დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია, თუმცა კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ,