|
2017-09-16 10:58:57, 2299 ნახვა
საზოგადოება
ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა“-ს კონგრეს-ჰოლში ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით ბიზნეს ცენტრ „მოზაიკა“-ს კონგრეს-ჰოლში, საქართველოში მცხოვრები დაღესტნელი პოეტის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენისა და შამილის მედლის კავალერის, თბილისის საპატიო მოქალაქის ალი ისაევ-ავარსკის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძებაში მონაწილეობას იღებდა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი (ხელმძღვანელი ლევან ღვინჯილია), აგრეთვე ხელოვნებისა და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. კონგრეს-ჰოლის ფოიეში წარმოდგენილი იყო ალი ისაევ-ავარსკის ცხოვრების ამსახველი ფოტოგამოფენა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და პოეტის ახლობლები და მეგობრები ესწრებოდნენ. (NS)
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში ოფიციალურად გადასცა
თიბისის ციფრული ტრანსფორმაციის პროგრამა The Digital Banker-მა საქართველოში საუკეთესოდ აღიარა
ტელეკომპანია ფორმულას შენობაში ხანძარია, მაუწყებლობა შეწყდა
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)