2017-09-16 00:46:11, 2386 ნახვა
მსოფლიო
ლონდონში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ლონდონის მეტროში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ SITE იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის მეტროსადგურ "პარსონ გრინზე" აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, სადგურზე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავა, ზოგ მათგანს სახის სხვადასხვა დაწვრობა აქვს მიღებული. გადაკეტილია როგორც სადგური ასევე მიმდებარე ტერიტორია. უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცველებმა სარკინიგზო 2 ხაზი გადაკეტეს.
ავტორი: ,