2017-09-14 19:29:36, 2420 ნახვა
მსოფლიო
უკრაინაში საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის მონაწილის ბინაში პოლიციამ იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა
ლვოვის პოლიციამ "შეგინის" გამშვებ პუნქტზე საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმის ერთ-ერთი მონაწილის ბინაში იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოიღო, - ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმციით, ბინის ჩხრეკის დროს სამართალდამცველებმა კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და 790 ვაზნა აღმოაჩინა.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პოლონეთი-უკრაინის საზღვრის გადაკვეთაში მონაწილე 69 პირს ადმინისტრაციული დარღვევის ოქმები შეუდგინეს. 5 პირი დაკავებულია, 2 კი, დაპატიმრებული.

ავტორი: ,