|
2017-09-14 13:21:01, 1999 ნახვა
საზოგადოება
“ბერი ანდრიას სახელობის ფონდი”,,სიცოცხლის ფესტივალთან’’ დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
18 სექტემბერს, 13:00 საათზე “ბერი ანდრიას სახელობის ფონდი”, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში’’ (Biltmore Hotel Tbilisi) ,,სიცოცხლის ფესტივალთან’’ დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს. ფონდი უკვე მეხუთე წელია ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ასამაღლებლად, ჩართულია საერთაშორისო მოძრაობაში და სექტემბერი კი ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა! 2017 წლის ,,სიცოცხლის ფესტივალი’’ სრულად მიეძღვნება სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობას. ფესტივალი სტარტს თბილისში 17 სექტემბერს აიღებს და 5 ოქტომბერს საზეიმოდ ქალაქ ქუთაისში ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საქველმოქმედო კონცერტით დაიხურება. ორკესტრთან ერთად ქუთაისელი მსმენელის წინაშე მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი ლექსო თორაძე წარსდგება. ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ კონცერტს ნიკოლოზ რაჭველი უდირიჟორებს, რომელიც „ბერი ანდრიას სახელობის ფონდის“ აქტიური მხარდამჭერია. „ბერი ანდრიას სახელობის ფონდი“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ზრუნავს სიმსივნით დაავადებული ბავშვების, მოზარდების და მათი ოჯახების რეაბილიტაციაზე, რაც აუცილებელი პირობაა მათ გამოსაჯანმრთელებლად, მათი სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და სიცოცხლის ხარისხის გასაუმჯობესებლად. სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე ზრუნვის შვიდწლიანმა გამოცდილებამ აშკარა გახადა სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობის აუცილებლობა, სადაც შესაძლებელი იქნება რეაბილიტაციის სრული კურსი ჩაუტარდეთ ბავშვებს. ფონდის მიზანია კავკასიაში პირველად შეიქმნას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთა და მათი ოჯახების სარეაბილიტაციო ცენტრი. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველწლიურად 50 ბავშვს ესმება ავთვისებიანი სიმსივნის მძიმე დიაგნოზი, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად 0-დან 18 წლამდე 300 ბავშვს ესაჭიროება მრავალჯერადი დახმარება. 2015 წელს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ბერი ანდრიას ფონდს, სოფელ დიღმის ტერიტორიაზე 6500 კვ.მ ფართობი გადასცა 20 წლით, სარეაბილიტაციო სასტუმრო-სახლის ასაშენებლად. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ. მისამართი: თბილისი, რუსთაველის გამზ. 29 მეორე სართული, საკონფერენციო დარბაზი, საკონტაქტო პირი: ბერი ანდრიას სახელობის ფონდი: მირანდა კუპრავა, 599-282806, mirandolina.kuprava@gmail.com
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)