|
2017-09-12 11:35:57, 2188 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართველთა მარშის“ საპროტესოტო აქცია დასრულდა
„დემოკრატიული საქართველო- ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან „ქართველთა მარშის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დასრულდა. „ექსპრესნიუსის“ კორესპონდენტის ინფორმაციით, „ქართველთა მარშის“ ლიდერები ორგანიზაციის ოფისში თათბირს გეგმავენ. აქციაზე შეკრებულებს „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია კორკოტაშვილმა სიტყვით მიმართა. როგორც კორკოტაშვილმა აღნიშნა, ეს არ იქნება უკანასკნელი აქცია და „ქართველთა მარში“ უცხოელებზე მიწების მიყიდვის საკითხს მომავალშიც გააპროტესტებს. „ახლა გთხოვთ მშვიდობიანად დავასრულოთ აქცია, ვთვლი, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო ზედმეტი. ლადო სადღობელაშვილი დააკავეს, ოღონდ არ ვიცი რატომ, არაფერი ჩაუდენია. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და არავის მივცეთ საშუალებას, რომ ქართული მიწები გაყიდონ უცხოელებზე“,-განაცხადა კორკოტაშვიოლმა. ცნობისთვის, აქციის პარალელურად თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ნაძალადევის რაიონში ამომრჩეველს ხვდებოდა. აქციაზე სამართალდაცველებსა და „ქართველთა მარშის“ ლიდერებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ქართველთა მარშის“ ლიდერები 5 კაციანი დელეგაციით კახა კალაძის საარჩევნო შტაბში შესვლას და მერობის კანდიდატთან შეხვედრას ცდილობდნენ. სწორედ აღნიშნულს მოჰყვა დაპირისპირება, რის შედეგადაც „ქართველთა მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)