2017-09-12 03:41:44, 2280 ნახვა
მსოფლიო
ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა
ეგვიპტეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Youm7 იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტი პროვინცია ბენი-სუეფში მოხდა.
როგორც მედია წერს, ავტოტრასაზე ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.
სამართალდამცველების თქმით, შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მედიკოსები და პოლიცია არის მობილიზებული. ამასთან, ჯერჯერობით უცნობია თუ რ გახდა შეჯახების მიზეზი.
ავტორი: ,