|
2017-09-11 05:42:18, 2460 ნახვა
მსოფლიო
პოროშენკო: იმედი მაქვს, სააკაშვილი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მესაზღვრეების გუშინდელ მუშაობას დადებითად აფასებს. როგორც პოროშენკომ განმარტა, მათი მთავარი მისია სისხლისღვრის თავიდან არიდება იყო, რასაც პრეზიდენტის თქმით, თავი გაართვეს. "ჩვენმა მესაზღვრეებმა საუკეთესოდ შეასრულეს თავისი სამსახური, მოიქცნენ სწორად და არ გამოიყენეს იარაღი, რომლის გამოყენების იურიდიული უფლება გააჩნდათ. მათ არ მისცეს ამ პოლიტიკანებს იმისა საშუალება, რომ ქვეყანაში ცეცხლი გაღვივებულიყო", - განაცხადა პოროშენკომ. ამასთან, პრეზიდენტის განმარტებით, ინციდენტში სამართალდამცველები ერკვევიან და გამოძიება უკვე მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი ამგვარი დაჟინებით შეეცდება საქართველოში შესვლას. „იმედი მაქვს, რომ ეს ბატონი ასეთივე დაჟინებით შეეცდება საქართველოში გზის გაკაფვას, როგორც უკრაინაში შეეცადა“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. შეგახსენებთ, შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.
ომბუდსმენის აპარატში რეორგანიზაციის შედეგად სამი დეპარტამენტი გაუქმდა, მათ შორის გენდერის საკითხების
Visa+ საქართველოში - თიბისი და Visa საერთაშორისო გადარიცხვებს ამარტივებენ
ჩვენი სახელით სესხს სთავაზობენ - ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
გვარამიამ ითხოვა, დადგინდეს ომის დაწყებაზე რა პოზიცია აქვს ხელისუფლებას საერთაშორისო დონეზე - საკონსტიტუციომ არ დააკმაყოფილა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)