21:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 05:35:28, 2240 ნახვა

მსოფლიო
პოროშენკო: მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, პასუხისმგებლობა უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი

„ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, "ბოევიკმა" აღმოსავლეთში, თუ პოლიტიკანებმა დასავლეთში. პასუხისმგებლობა ჩადენილზე უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა.

როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ინციდენტს, რომელიც გუშინ მოხდა სახელმწიფო საზღვარზე, პოლიტიკური შეფასებები არ სჭირდება.

"ჩვენი კომენტარები მხოლოდ სამართლებრივ სივრცეში გაკეთდება. 26 ივლისს ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოს, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით მე გამოვეცი განკარგულება, რომლითაც სააკაშვილს მოქალაქეობა შეუჩერდა. პრეზიდენტს არ შეეძლო ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე დაეტოვებინა. ყველა სამართლებრივ ქვეყანაში  პირს შეუძლია, ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში", - განაცხადა პოროშენკომ.

რაც შეეხება სააკაშვილის მიერ პრეზიდენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას, პოროშენკოს შეფასებით, ოდესის ყოფილ გუბერნატორს ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა.

„მე, როგორც პრეზიდენტი, სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევასრულებ. გავიდა თვენახევარზე მეტი, არავის მიუმართავს სასამართლოსთვის. ამის ნაცვლად ჩადენილი იყო დანაშაული, რადგან ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის ხელშეუხებლობა კონსტიტუციითაა დაცული. ეს ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხია. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაარღვია საზღვარი, "ბოევიკმა" აღმოსავლეთში, თუ პოლიტიკანებმა დასავლეთში. პასუხისმგებლობა ჩადენილზე უნდა იყოს მკაფიოდ სამართლებრივი“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics