21:40 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-11 04:26:32, 2415 ნახვა

მსოფლიო
სოსო ცინცაძე: პოროშენკო ალბათ ჩუმ შეთანხმებაზეც წავა რუსეთთან, რომ სააკაშვილი მოიცილოს

ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძის შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის დღეს რუსეთზე უფრო საშიში ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილია.

როგორც ცინცაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პოროშენკო შესაძლოა, რუსეთთან „ჩუმ შეთანხმებაზეც“ წავიდეს იმისათვის, რომ სააკაშვილი ჩამოიშოროს.

 „სააკაშვილი დღეს თუ დარჩა ლვოვში, იქ ლოდინის ყოველი საათი პოროშენკოსთვის არის ასე ვთქვათ აქტი. პოროშენკო ალბათ ჩუმ შეთანხმებაზეც წავა რუსეთთან ოღონდ სააკაშვილი მოიცილოს. დღეს პოროშენკოსთვის რუსეთზე უფრო საშიში არის სააკაშვილი პირადი ხელისუფლებისთვის და პოროშენკოსთვის პირადი ხელისუფლება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკრაინის მომავალი.  ასე რომ ყველაფერი დამოკიდებულია დღევანდელ დღეზე.  ჩემი აზრით თუ დღევანდელი დღე დაკარგა სააკაშვილმა  ცოლ-შვილის ლოდინში, ეს უკვე პოროშენკოს დროს აძლევს, რომ  ძალების მობილიზაცია ჩაატაროს  და უკვე წავიდეს ისეთ ნაბიჯზე, რომელიც არაპოპულარული იქნება დასავლეთის თვალში“,-დასძინა სოსო ცინცაძემ.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი გუშინ მხარდამჭერებთან ერთად პოლონეთიდან უკრაინაში ჩავიდა. საზღვარზე მას სამართალდამცველების კორდონი დახვდა თუმცა, სააკაშვილის მხარდამჭერებმა კორდონი გაარღვიეს. იგი ამჟამად ლვოვში, ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics