2017-09-11 00:58:12, 2169 ნახვა
მსოფლიო
უკრაინის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული
უკრაინის ელჩი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
საქმე ეხება ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პოლონეთიდან უკრაინაში გადასვლის ფაქტს და ამ საკითხის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქალაქ ლვოვში მხარდამჭერებთან ერთად, ავტობუსით ჩავიდა.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
ავტორი: ,