|
2017-09-04 04:09:27, 2563 ნახვა
საზოგადოება
5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე პეკინის ქუჩა სრულად ჩაიკეტება
პეკინის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი იწყება. თბილისის მერიის ინფორმაციით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაიგება გზის ზედა, საბოლოო ფენა და დასრულდება საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები. აღნიშნულთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 5 სექტემბრის 08:00 საათიდან 22:00 საათამდე სრულად ჩაიკეტება პეკინის ქუჩა - ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე. გასათვალისწინებელია, რომ ჩაიკეტება ეზოებიდან გამოსასვლელებიც. ანა კალანდაძისა და ცინცაძის ქუჩებზე მოძრაობა არ შეიზღუდება. 5 სექტემბრის 22:00 საათიდან 6 სექტემბრის 08:00 საათამდე კი, ჩაიკეტება ცინცაძის ქუჩიდან მიროტაძის ქუჩის ჩათვლით მონაკვეთი და აღნიშნულ მონაკვეთზე მდებარე შიდა ეზოების შესასვლელები. "პეკინის ქუჩის რეაბილიტაცია დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია. ბოლო 50-60 წლის განმავლობაში, ქუჩაზე მსგავსი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა",-ნათქვამია მერიის განცხადებაში. თბილისის მერია მადლობას უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისას გამოჩენილი მოთმინებისა და მხარდაჭერისთვის.
ტრამპმა განაცხადა, რომ მზადაა, მიიღოს კონგრესის არჩევნების შედეგები და ითანამშრომლოს დემოკრატებთან
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)