|
2017-09-03 03:54:56, 2471 ნახვა
საზოგადოება
429 დევნილ ოჯახს ქუთაისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 429 დევნილ ოჯახს საცხოვრებელ ფართს გადასცემს. დღეს, ქუთაისში 156 ერთოთახიანი, 198 ოროთახიანი, 71 სამოთახიანი და 4 ოთხოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ. კენჭისყრის პროცედურას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და გოგი ფაცაცია დაესწრნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, 21 ნგრევადი შენობა იხურება და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ. ქუთაისში კიდევ 6 ახალი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც ბინას 480 დევნილი ოჯახი მიიღებს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)