|
2017-09-01 09:14:11, 2578 ნახვა
საზოგადოება
ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი ხვალ გაიხსნება
2 სექტემბერს, 11.00 საათზე ქვევრის ღვინის მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიუმი იყალთოს ქვევრის სკოლა აკადემიაში გაიხსნება. სიმპოზიუმი 2-3 სექტემბერს ასოციაცია „ქართული ღვინო"-ს ორგანიზებით იმართება. სიმპოზიუმის ორგანიზატორები და მხარდაჭერები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ასოციაცია ,,ქართული ღვინო" და ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი. სიმპოზიუმის ფარგლებში წელს პირველად ჩატარდება ქვევრის ღვინის პირველი საერთაშორისო კონკურსი. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მეღვინეები. კონკურსის გამარჯვებული 3 სექტემბერს, დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში გამოცხადდება. ქვევრის ღვინის მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმში მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, ღვინის ექსპერტები, მაგისტრები, სომელიეები და ჟურნალისტები მიიღებენ. მონაწილეებს საშუალება ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება და შეხედულებები ქვევრის ღვინის, ღვინის და კულინარიის დარგში მიმდინარე ტენდენციების და გამოწვევების შესახებ. ქვევრის სიმპოზიუმი საქართველოში 2011 და 2013 წლებში ჩატარდა. პირველი სიმპოზიუმის შედეგად გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ მოხდა ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეტანა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)