|
2017-09-01 02:33:50, 2213 ნახვა
საზოგადოება
მამა გიორგი მამალაძე მზადაა, დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვით წარდგეს
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება. როგორც ჟურნალისტებს დეკანოზის სახაზინო ადვოკატმა, პაატა მეხრიშვილმა განუცხადა, დღეს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. მისივე თქმით, ბრალდებული გიორგი მამალაძეც მზადაა, დღესვე წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. ამასთან, მეხრიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პროკურატურა შეძლებს, ამ პროცესზევე ისარგებლოს რეპლიკის უფლებით.> „ჩვენც მზად ვართ დღესვე ვისარგებლოთ რეპლიკის უფლებით და ბრალდებულიც მზადაა, წარმოთქვას საბოლოო სიტყვა. ჩვენი მიზანია, ეს პროცესი დასრულდეს სწრაფად“, - აღნიშნა მეხრიშვილმა და დასძინა, რომ წარმოდგენილი ვერც ერთი მტკიცებულება მამა გიორგი მამალაძის მიმართ წარდგენილ ბრალდებას ვერ ადასტურებს. შესაბამისად, პაატა მეხრიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე საბოლოო ჯამში გამამართლებელი განაჩენი დადგება. ადვოკატი დღევანდელ პროცესზე განაჩენის გამოცხადებას არ ელოდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)