01:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-30 03:59:06, 2284 ნახვა

საზოგადოება
შარტავას ქუჩიდან პეკინის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგა

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დღის მეორე ნახევრიდან კალანდაძის (ყოფ. ბულაჩაურის) ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შარტავას ქუჩიდან პეკინის ქუჩის მიმართულებით იქნება დაშვებული.

კალანდაძის ქუჩიდან პეკინზე გამომავალ ავტომობილებს მოხვევა ამ ეტაპზე შეეძლებათ მხოლოდ მარჯვნივ - ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახური შესაბამის საგზაო ნიშნებს უკვე ამონტაჟებს. როგორც ცნობილია, 25 აგვისტოს პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას გამზირების შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა და ტრანსპორტისთვის გაიხსნა. კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობის ძველი სქემით ამოქმედება ამ ღონისძიების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ეს შარტავას ქუჩასა და ჟვანიას მოედანს ტრანსპორტისგან მნიშვნელოვნად განტვირთავს. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics