|
2017-08-28 01:02:07, 2244 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ცნობით, საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8" - ს ავარიული დაშვების ადგილზე,საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ცნობით, ავზში არსებული წყალი ქბრბ ჯგუფის მიერ სრულად გაიწმინდება. პირველადი ინფორმაციით, მომხდარის შედეგად, ხელოვნურ ავზში დაახლოებით 1,3 ტონამდე საავიაციო საწვავი ჩაიღვარა. ქბრბ ჯგუფმა წყლის გაჟონვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველა საჭირო ღონისძიება განახორციელა. შეგახსენებთ, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა „მი-8“ ტიპის ვერტმფრენმა ავარიული დაჯდომა განახორციელა. პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით, ვერტმფრენში მყოფი ეკიპაჟის 3 წევრი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეოთხე თანამშრომელი, რომელიც სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა თბილისში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათ დაზიანებები არ აღენიშნებათ და კლინიკიდან გუშინვე გაწერეს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)