|
2017-08-28 00:48:15, 2394 ნახვა
საზოგადოება
საყდრისის კომიტეტის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ
საყდრისის კომიტეტის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ. კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო. მათივე ცნობით, მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო. „სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება, აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა, იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს“,-აღნიშნავენ საყდრისის კომიტეტში. კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს. საყდრისის კომიტეტი ბრიფინგზე ძეგლის დაზიანების დამამტკიცებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს წამოადგენს. ბრიფინგი ' პრაიმ ტაიმის" პრეს- კლუბში 11 საათზე დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)