|
2017-08-24 08:45:01, 2242 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ ატენის ხეობაში იმყოფებოდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად ატენის ხეობაში იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრმა სოფელ ზემო ბოშურის ტყეში ლოკალიზებული ხანძრის ის ადგილები მოინახულა, სადაც ორი დღის წინ I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარეს. ატენის ხეობაში სამხედრო მოსამსახურეები ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ტყის მასივის მონიტორინგს ახორციელებენ. უწყების ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, პირველი ქვეითი ბრიგადის პირადი შემადგენლობა ხანძრის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ადგილზე კიდევ რამდენიმე დღე დარჩება. ლევან იზორიას განცხადებით, საგანგებო შტაბთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და სპეციალური ტექნიკა მუდმივ მზადყოფნაშია, რომ საჭიროების მიხედვით ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ნებისმიერ დროს და ადგილას ჩაერთოს. თავდაცვის მინისტრი სამხედროებს და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს უშუალოდ გაესაუბრა და გაწეული სამუშაოსთვის მათ მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)