09:53 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 09:13:24, 2343 ნახვა

საზოგადოება
დუშეთის მუნიციპალიტეტში ნახანძრალ ტერიტორიაზე ცეცხლის მცირე კერები გაჩნდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში, ცეცხლის მცირე კერები მხოლოდ  ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ეს ტერიტორია 2 ჰექტარს შეადგენს და ამ ფართობზე ალაგ-ალაგ, ცეცხლის მცირე კერებია წარმოქმნილი, რომელსაც ადგილზე მობილიზებული 25 მეხანძრე-მაშველი აქრობს.

„ხანძარს ვერ დავარქმევ, ეს არის ძალიან მცირე კერები, რომელიც ნახანძრალ ტერიტორიაზე წარმოიქმნა. ერთი სანტიმეტრითაც არ გაზრდილა ფართობი. გუშინ და გუშინ წინ სადაც იყო ხანძრის გავრცელების არეალი, ზუსტად იგივე ტერიტორიაა, იგივე ადგილი. ადგილზე ვართ და ვმუშაობთ“,-განუცხადეს „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics