|
2017-08-23 07:13:04, 2286 ნახვა
საზოგადოება
სამეგრელოს რაიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები გააცნეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის „მობილური ექსტენცია“ ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს რეგიონის ფერმერებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებული რეკომენდაციები გააცნეს. პროექტის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებმა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, სენაკის, ხობისდაზუგდიდისმუნიციპალიტეტების სოფლებში ბაღები და ნაკვეთები დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს თხილის ბაღის გაშენების, მარცვლოვანი კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებებთან ბრძოლის მეთოდებზე ინფორმაცია მიაწოდეს. მასშტაბური პროექტი „მობილური ექსტენცია“ უკვე 2 წელია რაც მიმდინარეობს. აღნიშნულ პერიოდში სპეციალისტებმა თითქმის ყველა რეგიონი მოიარეს და ათასობით ფერმერეს კონსულტაცია გაუწიეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)