22:56 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 01:31:08, 2268 ნახვა

საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, ბორჯომში დღის მეორე ნახევარში გაწვიმდება

სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზს იძლევიან. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერი კი +32 გრადუსამდე გათბება. ასევე იწვიმებს 24 აგვისტოსაც. ბორჯომის ხეობაში მეხანძრე-მაშველები და ავიაცია ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან. ცეცხლის კერების ლიკვიდირებას ქარი და სიცხე ართულებს.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკვე ჩაერთო თურქული მხარის მიერ გამოგზავნილი თვითმფრინავი. სტიქიის ზონაში იმყოფება 95 მეხანძრე-მაშველი აზერბაიჯანიდან და 70-მდე მეხანძრე-მაშველი სომხეთიდან, რომლებიც ქართველ მეხანძრეებს ეხმარებიან.


ხანძრის ლიკვიდაციაში ჩართულია აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან გამოგზავნილი მძიმე ტექნიკაც. ხეობაში დილიდან მუშაობა განაახლა ხუთმა ვერტმფრენმა.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის გავრცელება შეჩერებულია, ცეცხლის არეალი კი საგრძნობლად შემცირებული, თუმცა კვლავ რჩება რამდენიმე კერა. მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. შეუჩერებლად მუშაობდა მძიმე ტექნიკა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics