09:53 - 04 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 08:44:17, 2242 ნახვა

საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ტყის ხანძრების დროს ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რეკომენდაციებს ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი ტყის ხანძრების დროს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.

რჩევები მოსახლეობის ყველა მოწყვლადი ჯგუფისთვის  არის გათვალისწინებული.

ესენია:ასთმის, კარდიოვასკულური, რესპირატორული დაავდებების მქონე პირები, ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები,  მწეველები და ასევე  მეხანძრეები.

„მაღალი ტემპერატურით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში: ფილტვის ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები და მოზრდილები მოერიდეთ გარეთ გასვლას და ხანძრით განპირობებული დაბინძურებული ჰაერისა და ჭვარტლისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ პირბადე, ჰაერის მაღალი ხარისხით დაბინძურების დროს დარჩით შენობაში, შეინარჩუნეთ დაბალი ტემპერატურა და არ გააღოთ ფანჯრები; უზრუნველყავით ჰაერის დაბინძურების ყველა წყაროს ლიკვიდაცია, კერძოდ: სიგარეტის გამონაბოლქვი, ღუმელის გამოყენება, აეროზოლის მიმოფრქვევა, საკვების შეწვა, რესპირატორული და კარდიოვასკულარული პრობლემების მქონე პირებმა,  გამოიყენეთ რესპირატორი, დამატებითი სერვისების მისაღებად, მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას“,-აღნიშნულია რეკომენდაციაში.

ჯანდაცვის სამინისტრო მაშველებისა და მოსახლეობისთვის რესპირატორებისა და პირბადეების მიწოდებას უზრუნველყოფს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა სამხრეთ რუსეთში მდებარე Ozon-ის დიდ საწყობს დაარტყა
შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატა დემოკრატების ხელში გადადის, ისინი ყველა კომიტეტზე კონტროლს ამყარებენ
დემოკრატებმა გაიმარჯვეს წარმომადგენელთა პალატისა და სენატის არჩევნებში და მოიპოვეს კონტროლი აშშ-ის კონგრესზე
აშშ-ის სენატის არჩევნებში დემოკრატიულმა პარტიამ 52 სენატორით მოიპოვა უმრავლესობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics