21:06 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-15 18:26:55, 2360 ნახვა

საზოგადოება
რომის პაპი ილია მეორეს: არ მავიწყდება ორმხრივი პირობა, რომელიც თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ერთმანეთს აღვუთქვით

როპის პაპმა ფრანცისკემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს წმინდა ილია თეზბიტელის  დღესასწაული მიულოცა. 

"თქვენი ზეციური მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, ელიას ხსენების დღესთან დაკავშირებით განსაკუთრებული სიხარულითა და სულიერი სიახლოვის განცდით ვუძღვნი თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას ჩემს საუკეთესო, გულითად სურვილებს. არ მავიწყდება ჩვენი ორმხრივი პირობა ერთურთისათვის ლოცვისა, რომელიც გასულ წელს, თქვენს უძვირფასეს ქვეყანაში ჩვენი დაუვიწყარი შეხვედრისას ერთმანეთს აღვუთქვით. გარწმუნებთ რომ, პირნათლად ვასრულებ ამ დანაპირებს, განსაკუთრებით ამ საიუბილეო წელს, როცა საქართველოს ეკლესია ზეიმობს თქვენი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრების მეორმოცე და დაბადებიდან ოთხმოცდამეხუთე, ასევე ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მეასე წლისთავს.
შევთხოვ უფალს, რომ კვლავაც უხვად მოჰმადლოს თავისი ლოცვა-კურთხევა თქვენს პატრიარქულ მსახურებას, წყალობა და მფარველობა არ მოაკლოს თქვენი მამობრივი მზრუნველობის ქვეშ მყოფ ყველა ადამიანს. დაე, კათოლიკეთა და მართლმადიდებელთა წმინდანის, ელიას მეოხებით კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ერთობა იესო ქრისტეში, უფლისეულო ძმაო; მსურს კვლავაც გამოვხატო თქვენდამი ღრმა სულიერი სიახლოვის გრძნობა და გიძღვნათ ძმური მშვიდობის ამბორი.
პაპი ფრანცისკე", - ნათქვამია წერილში. 

ამასთან, ილია მეორეს დღესასწაული ასევე მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომემ, იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა
კირილემ, ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტემ, სრულიად საბერძნეთისა და ათენის მთავარეპისკოპოსმა იერონიმე II-მ, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა, ვოლოკოლამის მიტროპოლიტმა ილარიონმა, თეატირონისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა გრიგოლიმ, კიშინიოვისა და სრულიად მოლდოვას მიტროპოლიტმა ვლადიმერმა, ვილენისა და ლიტვის მიტროპოლიტმა ინოკენტიმ მიულოცეს.

სხვა მილოცვების წასაკითხად გადადით ბმულზე >>> მილოცვები წმ. ილია თესბიტელის დღესთან დაკავშირებით





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics