|
2017-08-14 16:52:32, 2196 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტრო კახეთში ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურის მიმდებარედ ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო შველი დროებით დარჩება ადგილზე . „გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების მიხედვით, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურთან, საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, მოქალაქემ დაზიანებული შველი შენიშნა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები დაუყოვნებლივ გავიდნენ მითითებულ ადგილზე. შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო. ვეტერინართა კონსულტაციით, გადაწყდა, რომ შველი, დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო. ამ დროისთვის, ცხოველი იმყოფება ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამ ეტაპზე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და შსს თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ მიმდინარეობს საკითხის შესწავლა, როგორც ავტო-საგზაო შემთხვევის, ასევე გარეული ცხოველის დაზიანების ფაქტზე“,-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)