2017-08-09 14:58:03, 2917 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ლატვიის სეიმის სპიკერი: 9 წლის წინ რუსეთის სამხედრო ძალები თავს დაესხნენ საქართველოს
ლატვიის რესპუბლიკის სეიმის სპიკერის ირანა მურნიეცეს განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთი საქართველოს თავს დაესხა.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, ლატვია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.
„9 წლის წინ რუსი სამხედრო ძალები თავს დაესხნენ საქართველოს. ჩვენ გამოვხატავთ მეგობრობასა და ძლიერ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“ , - აღნიშნა მურნიეცემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან