|
2017-08-09 08:54:49, 2918 ნახვა
საზოგადოება
მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად 2 ჰექტარამდე ტყის მასივი დაიწვა
მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის შედეგად 2 ჰექტარამდე ტყის მასივი დაიწვა. შსს-ს ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში წუხელ 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო ჩართული. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ სირაძე. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გართულებული იყო, თუმცა, მეხანძრე-მაშველების მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა. მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ შექმნია. ამ დროისთვის ხანძარი სრულად არის ლიკვიდირებული. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)