21:27 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-08 18:58:59, 2632 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
პუტინის პირველი კომენტარი ბიჭვინთაში - „რუსეთი აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის დაცვას მომავალშიც გააგრძელებს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ რეგიონში განაცხადა, სადაც ის დღეს ჩავიდა.

ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

"ჩვენ ბევრი სალაპარაკო გვაქვს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობები გაგვაჩნია. ჩვენ უზრუნველვყოფთ მათ უსაფრთხოებას და ასევე დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა დე-ფაქტო პრეზიდენტთან, რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრის დაწყებამდე.

გარდა ამისა, პუტინმა აღნიშნა, რომ აფხაზეთმა ეკონომიკის განვითარების ყველაზე ოპტიმალური გზები უნდა გამონახოს და დასძინა, რომ სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი განსახილველი საკითხი.

ცნობისთვის, რაულ ხაჯიმბას და ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ბიჭვინთაში გაიმართება. ეს ოკუპირებულ აფხაზეთში პუტინის რიგით მე-4 ვიზიტია. მანამდე ის რეგიონს 2009, 2011 და 2013 წლებში სტუმრობდა. 

მედიის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics