2017-08-08 10:57:58, 2456 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნის სანთელი მთელ საქართველოს გულში უნთია
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„მე მინდა ქედი მოვიხარო გმირების წინაშე, ვინც საკუთარი სამშობლოსათვის სიცოცხლე არ დაინანა. მათი ხსოვნის სანთელი მთელ საქართველოს გულში უნთია“, - განაცხადა პრემიერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან