18:11 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 17:37:47, 2224 ნახვა

საზოგადოება
საბჭო: სახელმწიფო ტენდერით შეძენილი ავტომობილი დროებით სარგებლობაში საბჭოს არამოსამართლე წევრს გადაეცა

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ეხმიანება მედია საშუალებებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა მდივანმა - ლევან მურუსიძემ არამიზნობრივად დახარჯა საბიუჯეტო სახსრები და 2017 წელს „პირადი კომფორტისათვის" კვლავ შეიძინა ახალი მანქანა.

 საბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ინფორმაცია მცდარია და არ შეესაბამება სინამდვილეს, „ვინაიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 2017 წლის 2 მაისს გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერით #SPA170006364  შეძენილი ავტომობილი(2016 წლის  Hyundai Tucson) დროებით სარგებლობაში გადაეცა არა ლევან მურუსიძეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ არამოსამართლე წევრს“.

„საბჭოს ერთი არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტური იყო ბოლო ოთხი წლის მანძილზე. შესაბამისად,  ამ დრომდე  არ არსებობდა ავტომობილის შეძენის საჭიროება.

აქვე, აღვნიშნავთ, რომ  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული მდივანი გიორგი მიქაუტაძე სარგებლობს 2013 წელს შეძენილი ავტომობილით, ხოლო, ლევან მურუსიძეს -აღარ ემსახურება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ავტომობილი“,-აცხადებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ჯაშუშობის საქმეზე ფარული ვიდეოჩანაწერების კადრები გამოაქვეყნა
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics