17:29 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-07 12:06:30, 2068 ნახვა

საზოგადოება
ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ნიდერლანდების დედაქალაქ ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი სომელიეები, ჟურნალისტები და ღვინის მწერლები დაესწრნენ. 

 როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ჩოლობარგიამ აღნიშნა, ღვინის მოხმარების საერთაშორისო ტენდენციებსა და სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჰოლანდიის ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის საკმაოდ პერსპექტიულია.

 „დასავლეთ ევროპელი სომელიეები ზოგადად დაინტერესებულნი არიან ჩვენი ღვინოებით. მათ უნდა შეისწავლონ ჩვენი ქვეყანა, ღვინო და სამზარეულო, რათა კომპეტენტურად ურჩიონ ქართული ღვინო თავიანთ მომხმარებელს. ამსტერდამში გამართული დეგუსტაციის შედეგად გადაწყდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში საქართველოში ჩამოვა ჰოლანდიელ სომელიეთა ჯგუფი, რომლლის წევრებიც ჰოლანდიის სომელიეთა გილდიამ შეარჩია. ჩვენ მოხარულები ვართ ჰოლანდიის სომელიეთა გილდიასთან თანამშრომლობით, რომელიც სერიოზულადაა  დაინტერესებული ჩვენი ღვინოებით,” - განაცხადა ირაკლი ჩოლობარგიამ.

  მისივე  თქმით, სწორედ აღნიშნული ინტერესის გათვალისწინებით ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს ხელშეკრულება გააფორმა ღვინის იმპორტიორ კომპანიასთან „Saperavi Wine Agency“, რომელიც ჰოლანდიაში ქართული ღვინის იმპორტს ახორციელებს და ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიებას მართავს. 

 ამსტერდამში გამართულ დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქართული კომპანიების 12 სახეობის ღვინოები: „გოცას ღვინოები“, „თელავის ღვინის მარანი“, „შუხმან ვაინს ჯორჯია“, „ბაგრატიონი 1882“, „კონჭო და კომპანია“ და „თბილღვინო“.

სომელიეებმა  სხვადასხვა ქართული ღვინოების შეხამება სხვადასხვა კერძთან განიხილეს.  

გამარჯვებული ღვინისა და კერძის შეხამება  - გარეული ბატის კერძი და 2014 წლის „ქვევრის საფერავი სატრაპეზო“ (თელავის ღვინის მარანი) გახდა. 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics