|
2017-08-06 19:47:23, 2413 ნახვა
საზოგადოება
ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა" გაიმართა
წელს ტრადიციული დღესასწაული „შუამთობა" განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო. დღესასწაულს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მთავარ სცენაზე გაიმართა სადღესასწაულო კონცერტი, ხოლო მემთეურებს და სტუმრებს სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ. ტრადიციულად, ბეშუმობის დღესასწაულზე გაიმართა დოღი და გამოვლინდა ფალავანი. ასევე, გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში. შუამთობის ერთ-ერთ მთავარი ტრადიციის შესაბამისად, ახლად დაქორწინებულ წყვილებს დაოჯახება მიულოცა რეგიონის მთავრობის თავმჯდომარემ და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას ღებულობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და შემოქმედებითი ანსამბლები. (NS)
დახმარებას დაგვპირდნენ - დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
საბურთალოზე კაცი მოკლეს
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები - ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა
დაესწარით თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Tbilisi Art Fair 2026-ს - ღონისძიების მხარდამჭერია SOLO
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)